გაირკვა თუ როდის იწყება მე-12 კლასელებისთვის სკოლის გამოსაშვები გამოცდები. შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის ინფორმაციით, მე-12 კლასელები საატესტატო გამოცდებს შემდეგი განრიგით ჩააბარებენ:
21 მაისი: ქართული ენა და ლიტერატურა; ქართული, როგორც მეორე ენა; გეოგრაფია.
22 მაისი: უცხოური ენები; ბიოლოგია.
23 მაისი: ისტორია; ფიზიკა.
24 მაისი: მათემატიკა; ფიზიკა.
25 მაისი – ქიმია.
პირველი და დამამთავრებელი კლასის მოსწავლეებისთვის სასწავლო წელი 20 მაისს დასრულდება.