ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

“საპროცესო შეთანხმება ინვესტორთან ხელშეკრულების დადებაზეა დამოკიდებული”

“ცენტრ პოინტის” საქმის, კერძოდ “მაგნოლიის” ეპიზოდზე ბრალდებულ  გურამ რჩეულიშვილის განცხადებით, არსებობს ინვესტორი, რომელიც დაინტერესებულია მშენებლობების გაგრძელებით და დაახლოებით 10 დღეში ხელშეკრულება გაფორმდება. გურამ რჩეულიშვილი ინვესტორის სახელს არ ასახელებს.

“ბოლო დეტალია დარჩენილი. დაახლოებით 10 დღეში, ერთი ხელშეკრულების დადებაზეა დამოკიდებული შემდგომ საპროცესოს გაფორმება”, – განაცხადა გურამ რჩეულიშვილმა.

დღევანდელ სასამართლო პროცესზე დაცვის სამი მოწმე დაიკითხა, რომლებმაც განაცხადეს, რომ ისინი პროკურატურამ დაზარალებულთა სიაში შეიყვანა, თუმცა თავად თავს დაზარალებულებად არ მიიჩნევენ.

შეგახსენებთ, რომ  ამ საქმეზე  მაია რჩეულიშვილს საქალაქო სასამართლომ 180-ე და 182-ე მუხლში ცნო დამნაშავედ და 4 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა. ამავე მუხლებში, სასამართლომ დამნაშავედ ცნო რუსუდან კერვალიშვილი და მასაც 4 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა.

გურამ რჩეულიშვილი ე.წ. მაგნოლიის საქმეზე იყო დაკავებული. მას ბრალი სისხლის სამართლის კოდექსის 182-ე მუხლით ედება, რაც მითვისებას ან გაფლანგვას გულისხმობს. რჩეულიშვილს წინასწარი პატიმრობის 9-თვიანი ვადა 12 აპრილს ეწურებოდა და მან სასჯელაღსრულების დაწესებულება ვადის გასვლის დღესვე დატოვა.
იტვირთბა....