ახალი ამბები მთავარი პოლიტიკა

“პრეზიდენტი კონსტიტუციური ცვლილებების განხილვის პროცესში მაშინ უნდა ჩართულიყო, როცა საკონსტიტუციო კომისია შეიქმნა”

პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე ეკა ბესელია ფიქრობს, რომ კონსტიტუციური ცვლილებების განხილვის პროცესში პრეზიდენტის ჩართვის თაობაზე წინადადება პოლიტიკური სვლა და ერთგვარი გამოსაცდელი შეთავაზებაა.

როგორც ჟურნალისტებს ბესელიამ განუცხადა, პრეზიდენტი ამ პროცესში მაშინ უნდა ჩართულიყო, როცა სახელმწიფო საკონსტიტუციო კომისია შეიქმნა.

“როცა საწინააღმდეგო კამპანიას ეწევა და ამავდროულად ამბობს, რომ ამ პროცესში ჩაერთვება, მას უნდა ჰკითხოთ, ამ პროცესში მონაწილეობა როგორ წარმოუდგენია?! ფორმებთან დაკავშირებით, პარლამენტის თავმჯდომარესთან ერთად ვიმსჯელებთ და კონკრეტული შეთავაზება იქნება. თუ ეს არის გულწრფელი პოზიცია, სურვილი და ნაბიჯი, ეს გამოჩნდება.

თუ ეს გულწრფელი პოზიციაა და გამოსაცდელი შეთავაზება არ არის, ეს გამოჩნდება. მზად ვართ, რომ კომისიაში ნებისმიერი განსხვავებულ პოზიციას მოვუსმინოთ. ამ პროცესს საყოველთაო განხილვა იმიტომ ჰქვია, რომ მისგან არავის გარიყვა არ შეიძლება. პრეზიდენტი ამ პროცესში თავიდან უნდა ჩართულიყო. მიმაჩნია, რომ მცდარი იყო პოზიცია, როცა თავიდანვე არ ჩაერთო. მგონია, რომ ეს პოლიტიკური სვლაა და ერთგვარი გამოსაცდელი შეთავაზებაა, თუმცა ფორმებზე მსჯელობენ გვექნება”, – განაცხადა ბესელიამ.

“ქართული ოცნება” სავარაუდოდ დღეს გაახმოვანებს იმ შეთავაზებას, თუ რა ფორმით ჩაერთვება პრეზიდენტი კონსტიტუციური ცვლილებების საყოველთაო-სახალხო განხილვის ფორმატში.

იტვირთბა....