უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარე ნინო გვენეტაძე საქალაქო სასამართლოს ყოფილი თავმჯდომარის, მამუკა ახვლედიანის ბრალდებებს ეხმაურება. ახვლედიანის გუშინდელ განცხადებას იმის შესახებ, რომ მის მიმართ გვენეტაძე მუქარას ახორციელებდა, თავად ბრალდების ადრესატი არარეალურს უწოდებს.
მამუკა ახვლედიანის ინფორმაციით, რამდენიმე თვის წინ უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარემ, უზენაესი საბჭოს წევრობის კანდიდატის, ეკა გასიტაშვილის მხარდაჭერა მოსთხოვა, წინააღმდეგ შემთხვევაში კი დაემუქრა, რომ ის ახვლედიანის წინააღმდეგ მომართულ ჩინჩალაძე-მურუსიძის დაჯგუფებას მიემხრობოდა.