ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

სოსო ოხანაშვილმა საქართველო დატოვა: “დაბრუნებას ჯერ არ ვაპირებ”

პატრიარქის დაცვის ყოფილი უფროსი სოსო ოხანაშვილი, მისი ოჯახის წევრების ინფორმაციით, ბერლინში გაემგზავრა. როგორც მან სააგენტო “ნიუპოსტს” განუცხადა, ის საქართველოს ფარგლებს გარეთ, საქმიან შეხვედრებს მართავს:

„სამსახურეობრივი შემოთავაზებები მაქვს რამდენიმე ქვეყანაში და ამ საკითხებზე ვმუშაობ“ – აღნიშნა პატრიარქის პირადი დაცვის ყოფილმა უფროსმა.

მისი თქმით, სამშობლოში დაბრუნებას ჯერ-ჯერობით არ აპირებს.

შეგახსენებთ, რომ ე.წ. ციანიდის საქმის მთავარი მოწმის, ირაკლი მამალაძის განცხადებით, პროკურატურა უნდა დაინტერესდეს სოსო ოხანაშვილისა და დაცვის რამდენიმე წევრის ამ საქმეში სავარაუდო მონაწილეობით.

როგორც ოხანაშვილმა “ნიუპოსტთან” საუბრისას აღნიშნა, მას პროკურატურიდან ბოლო პერიოდში არავინ დაკავშირებია.
წყარო: newposts.ge

იტვირთბა....