ქაბულში აფეთქებას სულ მცირე 8 ადამიანის სიცოცხლე შეეწირა. სამიზნე NATO-ს კოალიციური ძალების სამხედრო კოლონა გახდა. ინფორმაციას აღნიშნულის შესახებ Reuters-ი ავრცელებს.
სააგენტოს ცნობით, აფეთქება თვითმკვლელმა ტერორისტმა განახორციელა. შედეგად, დაღუპულების გარდა, დაშავებულია 28 ადამიანი. დაღუპულებს შორის კი სამი ამერიკელი სამხედროა.