გაგუას კლინიკაში ახალგაზრდა ქალი გარდაიცვალა. როგორც ირკვევა ქალმა 30 აპრილს იმშობიარა, პირველ მაისს კი კლინიკაში გარდაიცვალა.
ახალშობილის ჯანმრთელობა დამაკმაყოფილებელია.
შს სამინისტროს ინფორმაციით, მომხდართან დაკავშირებით გამოძიება 116-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც სიცოცხლის გაუფრთხილებლობით მოსპობას გულისხმობს.
ჯანდაცვის სამინისტროს რეგულირების სააგენტომ გაგუას კლინიკაში ახალნამშობიარები ქალის გარდაცვალების ფაქტზე მოკვლევა დაიწყო. მათი განცხადებით, ქალის გარდაცვალებასთან დაკავშირებით, რეგულირების სააგენტოში შეტყობინება თავად გაგუას კლინიკამ შეიტანა. მომხდართან დაკავშირებით, სამინისტროში გარდაცვლილის ოჯახის მხრიდან საჩივარი შესული არ არის.