https://www.youtube.com/watch?v=yzm4PL4PpOI
პარლამენტის ფრაქცია “ქართული ოცნების” წევრი, ზაქარია ქუცნაშვილი, იუსტიციის უმაღლესი საბჭოს ინიციატივას გადაცემა “არჩევანში” გამოეხმაურა. მისი განცხადებით საბჭოს წევრები ჟურნალისტთა ქარტიას მიმართავენ, რომ უხამსი და შეუსაბამო განცხადებები გამოავლინონ.
საპასუხოდ, “რუსთავი 2”-ის გენერალური დირექტორმა, ნიკა გვარამიამ აღნიშნა, რომ საბჭოში ამ წინადადებას დისკუსიის სახე გვიან მისცეს, თავიდან კი კანონპროექტის შემუშავება ჰქონდათ მიზნად:
„ჩვეულებრივად ცრუობთ იმიტომ, რომ კანონპროექტი წაიკითხეს მანდ, რომელიც უნდა შემოეტანათ თქვენთან,“ – განაცხადა ნიკა გვარამიამ.
“უზრდელობას მოეშვი, ძალიან გაუზრდელი ხარ შენ და რომ არ მოგხვდა ცხვირში კარგად, იმიტომ ხარ გაუზრდელი, გაუზირდელი ბიჭი ხარ და გათამამდი ამ ბოლო პერიოდში” – ასე მიმართა საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, დეპუტატმა ზაქარია ქუცნაშვილმა საპასუხოდ.
როგორც ნიკა გვარამიამ განმარტა, მის განცხადებებს ხანდაზმულობის გამო ვერ უჩივლებენ. ზაქარია ქუცნაშვილმა კი უპასუხა, რომ ჩივილის უფლება აქვთ.