თბილისში, მაშველებმა მტკვრის მარჯვენა სანაპიროდან ქალის ცხედარი ამოიყვანეს.
წინასწარი ინფორმაციით, ქალი ხიდიდან მტკვარში თვითმკვლელობის მიზნით გადახტა.
როგორც სამაშველო სამსახურის თანამშრომლები აცხადებენ, გარდაცვლილი ქალი შუახნისაა.
შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 115-ე მუხლით დაიწყო, რაც თვითმკვლელობამდე მიყვანას გულისხმობს.