თბილისის მოსახლეობის ნაწილს 3 მაისს, გეგმური სარემონტო-პროფილაქტიკური სამუშაოების გამო, ელექტრომომარაგება დროებით შეეზღუდება.
კომპანია ”თელასის” ინფორმაციით, დიდუბის რაიონში, 10:00 საათიდან 18:00 საათამდე, შეზღუდვა შეეხება: ლუბლიანას, ჩაჩავას, ბელიაშვილის, ახმეტელის და ხოშარაულის ქუჩების მცხოვრებლებს.
გლდანის რაიონში, 11:30 საათიდან 18:00 საათამდე, შეზღუდვა შეეხება: მუხიანის IVა და IVბ მიკრორაიონების მცხოვრებლებს.
10:00 საათიდან 17:00 საათამდე, შეზღუდვა შეეხება: სარაჯიშვილის, ულიანოვის, ჭედიას და შუშის ქუჩების მოსახლეობას.
მთაწმინდის რაიონში, 10:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: რუსთაველის გამზირის (ნაწილობრივ), ასათიანის, ინგოროყვას, სულხან-საბას და ლეონიძის ქუჩების მცხოვრებლებს.
10:30 საათიდან 18:00 საათამდე, შეზღუდვა შეეხება: გოგებაშვილის, მაყაშვილის, გუნიას, ზალდასტანიშვილის, ერისთავი-ხოშტარიას და ბარნოვის ქუჩების მოსახლეობას.
საბურთალოს რაიონში, 10:00 საათიდან 18:00 საათამდე, შეზღუდვა შეეხება: აღმაშენებლის ხეივნის (ნაწილობრივ), სოფელი დიღმის (ნაწილობრივ), ვაჟა-ფშაველას გამზირის (ნაწილობრივ), დემეტრე თავდადებულის, ფანჯიკიძის, ჭილაძის, ონიაშვილის, ნუცუბიძის, ზემო ვეძისის, წულუკიძის, დავითაშვილის, ოდესის, ლუქსემბურგის, ზოვრეთის, ლევანდოვსკის, ვოლოდარსკის, ვაზისუბნის, ანდრონიკაშვილის, ცხინვალის, არდაზიანის, ჩერქეზიშვილის, ისაკაძის, მგალობლიშვილის, ტაშკენტის, კანდელაკის და ბუდაპეშტის ქუჩების მცხოვრებლებს.
ისნის რაიონში,10:00 საათიდან 16:00 საათამდე, შეზღუდვა შეეხება: ქეთევან დედოფლის გამზირის (ნაწილობრივ), კახეთის ხევის, საბარგოს დასახლების, კახეთის გზატკეცილის, ონიანის, ხაჩატურიანის, არველაძის, კალანდაძის, ამირეჯიბის, გუთნის, ახმეტის, თელავის, ნიორაძის, შორაპნის, წინანდლის, ხახანაშვილის, ივერიელის, ქურხულის, ფოსტის, მუკუზნის, 300 არაგველის, მელაანის, გუჯარეთის, ჯორჯ ბუშის, დოესის, ზურაბიშვილის, კოშკოვანის, გარეკახეთის, ლეხ კაჩინსკის, ძევერის, აწყურის, ანწუხელიძის, წალენჯიხის, კობარეთის, აფანასიევის, შერვაშიძის, დურმიშიძის, ტოლენჯის, კაკაბეთის, ყვარლის, ყარყარაშვილის და მესხეთის ქუჩების მოსახლეობას.
კრწანისის რაიონში, 10:00 საათიდან 16:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: რუსთავის გზატკეცილის (ნაწილობრივ), გორგასლის და შავნაბადას ქუჩების მცხოვრებლებს.
ჩუღურეთის რაიონში, 10:00 საათიდან 17:00 საათამდე, შეზღუდვა შეეხება: წინამძღვრიშვილის, ჯავახიშვილის, მაზნიაშვილის და კიევის ქუჩების მოსახლეობას.
ნაძალადევის რაიონში, 10:30 საათიდან 17:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ხუდადოვის, რკინიგზის, მანჯგალაძის, ცოტნე დადიანის (ნაწილობრივ), მახალდიანის, ზაქრაძის და ლალიონის ქუჩების მცხოვრებლებს.
10:00 საათიდან 17:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ფონიჭალის III მიკრორაიონის (ნაწილობრივ) მცხოვრებლებს.
”კომპანია ბოდიშს უხდის მომხმარებლებს შექმნილი დისკომფორტის გამო. სამუშაოების დასრულების შემდეგ აბონენტებს ელექტრომომარაგება აღუდგება”, – ნათქვამია ინფორმაციაში.