“პატრიოტთა ალიანსი რეფერენდუმის ჩატარების ინიციატივით გამოდის. პარტიაში ფიქრობენ, რომ ის საკონსტიტუციო პაკეტი, რომლის მიღებასაც ხელისუფლება ცდილობს, საფრთხეს შეუქმნის სახელმწიფოს სტაბილურობას და საჭიროა მნიშვნელოვანი საკითხები რეფერენდუმის გზით გადაწყდეს. წინააღმდეგ შემთხვევაში პატრიოტთა ალიანსის წევრები აქციის დაწყებით იმუქრებიან.
„თუ ცენტრალური საარჩევნო კომისია არ მოგვცემს ჩვენ ხელმოწერების შეგროვების საშუალებას, მაისის ბოლოს ჩვენ გავმართავთ გამაფრთხილებელ საპროტესტო აქციას. აქციის დასრულებისთანავე დავიწყებთ მჯდომარე აქციას. ივნისის პირველ რიცხვებში მჯდომარე აქცია გადაიზრდება შიმშილობის აქციაში,“ – განაცხადა ფრაქცია საქართველოს პატრიოტების წევრმა, ირმა ინაშვილმა.