ჯარჯი აქიმიძე და დავით დვალი მთავარ პროკურორ ირაკლი შოთაძეს მიმართავენ. აქიმიძე და დვალი პროკურატურისგან დაზარალებულად ცნობას ითხოვენ. როგორც მათ განცხადებაშია ნათქვამი, პროკურატურას პირველი განცხადებით 6 აპრილს მიმართეს, თუმცა მაქსიმალური 14-დღიანი ვადის გასვლის მიუხედავად პროკურატურას მათ განცხადებაზე რეაგირება დღემდე არ მოუხდენია.
„იძულებული ვართ, მოგმართოთ თხოვნით, რათა უზრუნველყოთ დაზარალებულად ცნობის შესახებ დადგენილების ჩვენთვის გადმოცემა; ასევე გთხოვთ, დაავალოთ საქმის მწარმოებელ გამომძიებელს წერილობით გვაცნობოს, თუ რა ეტაპზეა ამჟამად გამოძიება ჩვენ მიმართ ჩადენილი სისხლის სამართლის დანაშაულის საქმეზე“, – ნათქვამია ჯარჯი აქიმიძისა და დავით დვალის მიმართვაში, რომელიც მთავარ პროკურორს გაეგზავნა.
შეგახსენებთ, სამაუწყებლო კომპანია „რუსთავი 2“-ის დამფუძნებლებისათვის წილების იძულებით წართმევის ფაქტზე გამოძიება 2012 წლის ნოემბრიდან მიმდინარეობს.
იტვირთბა....