ახალი ამბები მთავარი სამართალი

ზუგდიდის საკრებულოს აპარატის უფროსი ხელახლა დააკავეს

რამდენიმე საათის წინ გათავისუფლებული ზუგდიდის საკრებულოს აპარატის უფროსი გრიგოლ მიქავა, სამართალდამცველებმა ხელახლა დააკავეს.

გრიგოლ მიქავა თავდაპირველად, გუშინ დააკავეს და ნარკოლოგიურ შემოწმებაზე გადაიყვანეს, თუმცა მან ნარკოტესტის ჩაბარებაზე უარი განაცხადა. დაკავების 12 საათიანი ვადის ამოწურვის შემდეგ კი, გაათავისუფლეს.

სამართალდამცველმა გრიგოლ მიქავას მეგობარი ლევან ხვიტიაც დააკავეს. 25 წლის ახალგაზრდა საკუთარი საცხოვრებელი სახლიდან აიყვანეს.

პოლიციის მტკიცებით, ჩხრეკის დროს, ნარკოტიკული ნივთიერებაა ამოღებული.

 

 

იტვირთბა....