ახალი ამბები მთავარი სამართალი

ავარიას კიდევ ერთი ქვეითი ემსხვერპლა: გარდაცვლილია 30 წლის ქალი

მტკვრის მარცხენა სანაპიროზე, ელიავას ბაზრობის მიმდებარე ტერიტორიაზე მომხდარ ავარიას ახალგაზრდა ქალის სიცოცხლე ემსხვერპლა. ”მიცუბიშის” მარკის ავტომობილი 30 წლამდე ქალს იმ დროს დაეჯახა, როცა ის გზაზე გადადიოდა. შეჯახების შემდეგ ავტომობილი ტროტუარზე ხეს შეეჯახა.
შემთხვევის შედეგად ახალგაზრდა მამაკაციც დაშავდა ის მრავლობითი დაზიანებებით საავადმყოფოში გადაიყვანეს.
ადგილზე სამართალდამცავები მუშაობენ.

როგორც “მეტრონომს” შსს-ს პრესსამსახურში განუცხადეს, საქმეზე გამოძიება 276-ე მუხლის მეხუთე ნაწილით დაიწყო.

იტვირთბა....