ბაჩო ახალაიას მეუღლე ანი ნადარეიშვილი სოციალური ქსელში წერს:
“ყოველ შაბათს 21:00 საათზე “საზოგადოებრივ მაუწყებელზე” მიდის მიზანმიმართული, კრემლის კომუნისტური პროპაგანდა, ყველაფერი ეროვნულის წინააღმდეგ!
უკვე მერამდენე გადაცემაა მიმდინარეობს ზვიად გამსახურდიას მიზანმიმართული დისკრედიტაცია და მარგინალიზაცია, იმისთვის რომ ის უკანასკნელი ეროვნული სულისკვეთება, რომელიც ბიძინა ივანიშვილის ხელით კრემლმა ჩაახშო, საბოლოოდ გაანადგუროს და დაასამაროს.
პარალელურად მიმდინარეობს “წითელი ინტელიგენციის” ქება-დიდება, თურმე როგორ ბედავდა და როგორ უწოდებდა მათ ზვიადი კრემლის აგენტებს.
ამ ოსტანკინოს გადმოთარგმნილი გადაცემის წამყვანი კი ვინმე რეზი – სუფთა ახალგაზრდა ვალერი კვარაცხელიაა!
შევიგნოთ ყველამ, ვისთვისაც საქართველოა უპირველეს ყოვლისა – მატარებელი, რომელიც ერთ დროს ევროპისკენ მიგვაქანებდა, რომლის მემანქანე მოიშორეს და რომელიც ინერციით აქამდე კიდევ მიჩუქჩუქებდა, გაჩერდა და უკუსვლით ჩრდილოეთისკენ იკრეფს სიჩქარეს – აი, იმ ჩრდილოეთისკენ საიდანაც მზე ამოდისო გვითხრეს”, – წერს ანი ნადარეიშვილი.