ე.წ. ციანიდის საქმის ერთ-ერთი მთავარი მოწმე ირაკლი მამალაძე პატრიარქის დაცვის ყოფილი უფროსის სოსო ოხანაშვილის და დაცვის სხვა ყოფილი წევრების წინააღმდეგ სისხლის სამართლებრივი დევნის დაწყებას ითხოვს:
“მტკიცებულებებით, რომელიც ამ ეტაპზე არსებობს, ვფიქრობ, წინ არაფერი არ უდგას იმას, რომ სოსო ოხანაშვილის წინააღმდეგ, ასევე დაცვის სხვა წევრების წინააღმდეგ, დაიწყოს მინიმუმ სისხლის სამართლებრივი დევნა იქიდან გამომდინარე,რომ ეს ადამიანები ბოლომდე განეიტრალებულები არ არიან … მტკიცებულებები, რომელიც მეც მივაწოდე გამოძიებას, ასევე ჩემი ჩვენებაც დევს ამ გამოძიებაში, თუმცა იმის გამო, რომ მამა გიორგი მამალაძემ აბსოლუტურად არ ითანამშრომლა გამოძიებასთან, არ ჩათვალა რომ დაესახელებინა ეს პირები და ასე გამოდის, რომ მას საკუთარ თავზე ააღებინეს ეს დანაშაული” -აცხადებს მამალაძე.
მისივე განცხადებით, დეკანოზი მამალაძე მარტო არ მოქმედებდა.
ე.წ. ციანიდის საქმეზე დაკავებული დეკანოზ მამალაძის სასამართლო პროცესი 5 მაისს დაიწყება.
იტვირთბა....