ახალი ამბები მთავარი სამართალი

გურჯაანში ავარიას ერთი ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა

გვიან ღამით, გურჯაანის რაიონის სოფელ ყიტაანში ავარიას 29 წლის მამაკაცის სიცოცხლე ემსხვერპლა. გადაჭარბებული სიჩქარით მოძრავი ავტომობილი ხეს შეეჯახა.
შემთხვევის დროს ავტომობილში მჯდომი მგზავრი მრავლობითი მოტეხილობებით სამედიცინო დაწესებულებაშია გადაყვანილი, მძღოლი-გარდაიცვალა.

როგორც „მეტრონომს“ შსს-ს პრესსამსახურში განუცხადეს, საქმეზე გამოძიება 276-ე მუხლის მეხუთე ნაწილით მიმდინარეობს, რაც ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს, რამაც გამოიწვია ორი ან მეტი ადამიანის სიცოცხლის მოსპობა.

იტვირთბა....