გვიან ღამით, სამართალდამცველებმა ზუგდიდის საკრებულოს აპარატის უფროსი გრიგოლ მიქავა ნარკოლოგიურ შემოწმებაზე გადაიყვანეს. როგორც ტელეკომპანია „რუსთავი 2“ წერს, მან ცოტა ხნის წინ პოლიციის განყოფილება დატოვა.
ტელეკომპანიის ცნობით, დაკავების დროს მასთან, სავარაუდოდ, არაფხიზელ მდგომარებაში მყოფი, „ქართული ოცნების“ მაჟორიტარი დეპუტატის მერაბ ქვარაიას ძმა მივიდა, რომელიც ვითარების განეიტრალებას შეეცადა, თუმცა უშედეგოდ.
“რუსთავი 2“-ის ცნობით, სამართალდამცველმა დააკავეს გრიგოლ მიქავას მეგობარიც. 25 წლის ლევან ხვიტია საკუთარი საცხოვრებელი სახლიდან აიყვანეს. ოჯახის წევრების ინფორმაციით, სამართალდამცველებმა სახლში ჩხრეკა ორდერის გარეშე ჩაატარეს – მათ გაავრცელეს ტელეფონით გადაღებული კადრებიც. პოლიციის მტკიცებით, ჩხრეკისას ამოღებულია ნაკრიტიკული ნივთირება.
ტელეკომპანიის ინფორმაციით, ნარკოტიკის მოხმარება ლევან ხვიტიას დაუგდინდა შემოწმების შედეგადაც. საკრებულოს აპარატის უფროსმა კი ნარკოტესტირებაზე უარი განაცხადა.
როგორც „მეტრონომს“ შსს-ში განუცხადეს, „დაკავებულია ერთი პირი ადმინისტრაციულად, 45-ე მუხლით“.