ახალი ამბები მთავარი მსოფლიო საზოგადოება სამართალი

ამერიკა ევროპას მოსალოდნელი ტერაქტების შესახებ აფრთხილებს

აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტმა თავისი მოქალაქეები მომდევნო 4 თვის განმავლობაში ევროპაში შესაძლო ტერორისტული თავდასხმების შესახებ გააფრთხილა.

“სახელმწიფო დეპარტამენტი აშშ-ის მოქალაქეებს, 2017 წლის პირველი სექტემბრის ჩათვლით, ევროპის მასშტაბით მოსალოდნელი ტერორისტული თავდასხმების შესახებ აფრთხილებს. ბოლო ცნობილი მოვლენები რუსეთში, საფრანგეთში, შვეიცარიაში, დიდ ბრიტანეთში მიანიშნებს, რომ “ისლამური სახელმწიფო”, “ალ-ქაიდა” და მათთან დაკავშირებულ ტერორისტულ დაჯგუფებებს აქვთ შესაძლებლობა, დაგეგმონ და განახორციელონ ტერორისტული თავდასხმები ევროპაში”, – აღნიშნულია განცხადებაში.

ბოლო პერიოდში რამდენიმე ქვეყანაში განხორციელდა ტერორისტული თავდასხმა, მათ შორის რუსეთში და დიდ ბრიტანეთში, რასაც რამდენიმე ადამიანი ემსხვერპლა.

იტვირთბა....