პუტინის პრესმდივნის, დიმიტრი პესკოვის ინფორმაციით, დღეს, 2 მაისს რუსეთისა და აშშ-ის პრეზიდენტების სატელეფონო საუბარი შედგება.
ამავდროულად, თეთრი სახლიც იუწყება, რომ ტრამპის გრაფიკში 2 მაისს პუტინთან სატელეფონო საუბარია დაგეგმილი. პრეზიდენტების საუბრის თემა სირიაში არსებული ვითარება იქნება. ეს პუტინისა და ტრამპის მესამე სატელეფონო საუბარი იქნება.