როგორც ჯანდაცვის კომიტეტის თავმჯდომარე აკაკი ზოიძე ამბობს, კანონპროექტს, რომელიც აბორტის აკძრალვას ითვალისწინებს, კომიტეტი ორ კვირაში განიხილავს.
მან “იბერიას” თოქშოუ “პრიორიტეტში” განაცხადა, რომ პირადად ის ინიციატივას არ ემხრობა.
“ყველამ გამოვიარეთ ის პერიოდი, როდესაც საბჭოთა პერიოდში აკრძალული იყო, რაც იატაკქვეშა აბორტებს იწვევდა, არც დაკავშირებული იყო უამრავ პრობლემასთან”, – განაცხადა ზოიძემ.
მისი თქმით, ხელისუფლებას მიაჩნია, რომ აბორტის შესახებ კანონი საერთაშორისო კანონმდებლობასთანაა მიახლოებული და მასზე გადაწყვეტილებას უნდა იღებდეს ფეხმძიმე ქალბატონი.
“მთავარი მომენტია, რომ აბორტების შემცირებიასკენ მივმართოთ ყველა ძალისხმევა. დღეს სიტუაცია შეცვლილია, თუმცა დამშვიდების საფუძველი არ გვაქვს”, – განაცხადა ზოიძემ.