უბედური შემთხვევა მოხდა ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის სოფელ სურებში – 50 წლის თემურ მეგრელიშვილი, რომელიც ადიდებული მდინარის გადალახვას ცხენით ცდილობდა, წყალმა გაიტაცა. მისი ცხედარი ახლობლებმა, რომლებიც მეგრელიშვილს ახლდნენ, მალევე იპოვეს.
როგორც ირკვევა, თემურ მეგრელიშვილი შვილთან და რამდენიმე თანასოფლელთან ერთად ტყეში მცენარეს _ „თავნიორას“ საძებნელად იყო წასული. უკან დაბრუნების დროს მდინარის გადმოლახვა ცხენით სცადა, თუმცა, როგორც აღვნიშნეთ, მდინარემ გაიტაცა.
gurianews.com