საქართველოს პრეზიდენტის შვილის, ანა მარგველაშვილის მეგობარი, მიხეილ თათარიშვილი მოსამართლემ წინასწარ პატიმრობაში დატოვა. მას ბრალად დიდი რაოდენობით ნარკოტიკული საშუალების შეძენა-შენახვა ედება.
დღევანდელ სასამართლო სხდომაზე მტკიცებულებების დასაშვებობაზეც იმსჯელეს. მოსამართლემ დაცვის მხარის შუამდგომლობა წინასწარი პატიმრობიდან გათავისუფლების თაობაზე, არ დააკმაყოფილა. მან დაცვისა და ბრალდების მხარის დოკუმენტების ნუსხა სრულად დაამტკიცა.
მიხეილ თათარიშვილის საქმის არსებითი განხილვა 11 მაისიდან დაიწყება.
როგორც ბრალდებულის ოჯახის წევრები და ახლობლები აცხადებენ, მას ნარკოტიკი ჩაუდეს და მიხეილ თათარიშვილი უდანაშაულოა.