ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

“დღევანდელი კანონი ღარიბებს უფრო აღარიბებს, მდიდრებს უფრო ამდიდრებს”: აქცია შრომითი უფლებების დასაცავად

“მეტრონომი” აქციიდან:
ავტორი: ნინო ცხადაია

აუდიტორია 115, გაერთიანებული პროფკავშირები და არასამთავრობო ორგანიზაციათა ნაწილი შრომითი უფლებების დასაცავად თსუ-ს პირველ კორპუსთან შეიკრიბნენ. ისინი სახელმწიფოსგან მშრომელთა უფლებების დაცვას მოითხოვენ. აქციის მონაწილენი მსვლელობით მიემართებიან ვარდების მოედნისკენ, რის შემდეგაც პარლამენტის ყოფილ შენობასთან შეიკრიბებიან.

1

საქართველოს გაერთიანებული პროფკავშირების თავმჯდომარე, ირაკლი პეტრიაშვილი “მეტრონომთან” სახელმწიფოს როლზე საუბრობს მშრომელთა უფლებების დასაცავად:
“აქციის მიზანია ის, რომ სტუდენტური მოძრაობა, დასაქმებულები, არასამთავრობოები, რომლებიც უუფლებობას არ ეგუებიან, რომლებიც სვამენ საკითხს, რომ ყველას შრომითი უფლება იყოს ისე დაცული, როგორც ეს ევროპის ქვეყნებშია, შეიკრიბნენ. ევროპული სტანდარტები ცხოვრებაში და კონსტიტუციაში უნდა იყოს დაცული. დღეს არსებული კანონმდებლობა ღარიბებს უფრო აღარიბებს და მდიდრებს უფრო ამდიდრებს. “-განაცხადა პეტრიაშვილმა.

თბილისის პარალელურად აქციები იმართება:
ქობულეთი – გამგეობასთან (სკვერში)
მარნეული – კულტურის სახლთან (სკვერში)
გორი – თეატრის ეზოში
წნორი – ცოდნის კაფესთან
ზუგდიდი – ცენტრალურ ბულვარში
თელავი – თეატრის მიმდებარე ტერიტორია.

3

იტვირთბა....