იუსტიციის უმაღლესი საბჭო ამ წუთებში ლევან მურუსიძის მოსამართლედ უვადოდ დანიშვნაზე მსჯელობს. მურუსიძის განცხადებით, უკვე არსებობს საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილება, რომელიც სამწლიანი გამოცდილების მქონე მოსამართლეს, ავტომატურად უვადოდ გადანიშვნას უზრუნველყოფს:
„აბსოლუტურად არ მაღელვებს ეგ საკითხი, ვინაიდან, ასევე არსებობს საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილება, სადაც წერია, რომ მოსამართლე, რომელსაც აქვს სამი წლის გამოცდილება, მასზეც არ უნდა გავრცელდეს ვადა და ისინი ითვლებიან უვადოდ გადანიშნულად.
ამ საკითხს წყვეტს იუსტიციის უმაღლესი საბჭო, ყველას აქვს უფლება თავიანთი მოსაზრება გამოხატონ ამასთან დაკავშირებით, მაგრამ ჩვენი კომპეტენციის ფარგლებში, რაც მიაჩნია სწორად იუსტიციის უმაღლეს საბჭოს, იმ გადაწყვეტილებას მიიღებს. მე არც ერთი საქმე არ მაწერია, მაგრამ მაქვს განხილული ათასობით საქმე, როდესაც ვიყავი უზენაეს სასამართლოში,” – განაცხადა მურუსიძემ.