პოლიტიკური იდეების ისტორიკოსი, გრიგოლ გეგელია, სოციალურ ქსელში წერს:
“პუტინის მიერ ლობირებული და დაფინანსებული ბაიკერთა კლუბი, “ღამის მგლები”, რომლის პრეზიდენტიც პუტინთან მეგობრობს, არაფრით არ უნდა იქნას დაშვებული საქართველოს ტერიტორიაზე.
2015 წელს, მათ პოლონეთმა აუკრძალა თავის ტერიტორიაზე გადაადგილება, გერმანიამ კი ვიზები გაუუქმა. ნებისმიერ ღირსეულ სახელმწიფოს, რომელსაც აქვს ცოტაოდენი მახსოვრობა მაინც, ამის შეხსენებაც კი არ უნდა სჭირდებოდეს!
ჩემთვის სრულიად გაუგებარია, საერთოდ რატომ აპირებს საქართველო დაუშვას ამ ადამიანების საქართველოში შემოსვლა. კომიკურია აზრი, რომ შს სამინსიტრო “გააკონტროლებს” მათ საქართველოში ყოფნისას.
მათი გაკონტროლება საერთოდ არ არის განხილვის საგანი. მათი შემოშვება, თვითონ ამის პრინციპულად დაშვება არის განხილვის საგანი!”-წერს გეგელია.
რუსული კლუბის ,,ღამის მგლების“ წევრები, რომლებიც მოტოგარბენს ახორციელებდნენ ,,გამარჯვების გზები ბერლინზე“ პოლონეთში არ შეუშვეს. მოტოგარბენს კლუბის ხელმძღვანელი და პუტინის მეგობარი ალექსანდრე ზალდოსტანოვი ხელმძღვანელობდა.
პოლონეთის საზღვრის გადაკვეთა მხოლოდ იმ ბაიკერებმა მოახერხეს, რომლებსაც ევროკავშირის წევრი სახელმწიფოს პასპორტი ჰქონდათ.
,,ღამის მგლები“ 9 მაისს მოტოგარბენით ჩამოსვლას საქართველოშიც გეგმავენ. შსს-ს განცხადებით, “ღამის მგლების” მესვლელობას გააკონტროლებენ.