ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

საქართველოს რამდენმა მოქალაქემ ისარგებლა უვიზო მიმოსვლით პირველ თვეში

პირველ ერთ თვეში, შენგენის ზონაში უვიზო მიმოსვლით საქართველოს 11 700-მდე მოქალაქემ ისარგებლა, მესაზღვრის მიერ უკან გამობრუნების კი, მხოლოდ 26 შემთხვევა დაფიქსირდა პირველი ერთი თვის განმავლობაში, შენგენის ზონაში უვიზო მიმოსვლით საქართველოს 11 700-მდე მოქალაქემ ისარგებლა. ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ ევროპასთან ინტეგრაციის საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარე თამარ ხულორდავამ განუცხადა და როგორც განმარტა, უკან მხოლოდ 26 მოქალაქის გამობრუნების შემთხვევა დაფიქსირდა.

“27 აპრილის მონაცემებით, შენგენის ზონაში, რომელიც 30 ქვეყანას მოიცავს, უვიზოდ საზღვარი საქართველოს 11 700-მდე მოქალაქემ გადაკვეთა. მიუხედავად იმისა, რომ იყო შიშები, ბევრი იქნებოდა ისეთი მოქალაქეების რიცხვი, რომელთაც საზღვრიდან მოაბრუნებდნენ, ეს შიშები არ გამართლდა – სულ გვაქვს 26 ასეთი შემთხვევა და სასიხარულოა ის, რომ ეს შემთხვევები უკავშირდება ობიექტურ გარემოებებს ანუ არასაკმარის დოკუმენტაციას და არა სუბიექტურ გადაწყვეტილებებს, რომელსაც იღებს ადგილზე მყოფი მესაზღვრე”, – განაცხადა ხულორდავამ.

“ვფიქრობ, უნდა გავაგრძელოთ აქტიური მუშაობა საზოგადოების ინფორმირებისთვის, რომ კარგად იცოდნენ, რას გულისხმობს უვიზოდ მიმოსვლის რეჟიმი, რა უფლებას აძლევს მათ ეს შეღავათი და რა დოკუმენტაციის ქონაა საჭირო. რაც შეეხება იმას, რამდენად ვასრულებთ რეჟიმის პირობებს, ჯერ ამის თქმა შეუძლებელია – იცით, რომ ეს არის 3-თვიანი ხანმოკლე ვიზიტის პერიოდი და ჯერ გასულია მხოლოდ 1 თვე. შესაბამისად, 90 დღის გასვლის შემდეგ გვეცოდინება, რამდენად დაიცვეს ჩვენმა მოქალაქეებმა ეს მოთხოვნა”, – ამბობს ხულორდავა.

იტვირთბა....