ახალი ამბები მედია მთავარი საზოგადოება

ლადო პაპავა: თუ მე და ჩემ ოჯახს საფრთხე დაემუქრება, ამის მიზეზი სუს-ი იქნება

თსუ-ს ყოფილი რექტორის, ლადო პაპავას განცხადებით, რექტორობიდან გადადგომის შემდეგ მას დაკითხვებზე ატარებდნენ და ორი ბრალდებაც წაუყენეს, -ამის შესახებ  პაპავა  “კვირის პალიტრათან” საუბრობს:

“პროცესი ჩემი გადადგომის შემდეგაც გაგრძელდა- რექტორობის შემდეგ დაკითხვაზე მატარებდნენ, თითქოს ჩემს კორუფციულ საქმიანობას იკვლევდნენ. ორი ბრალდება წამიყენეს-უნივერსიტეტს თქვენი წიგნები რატომ აყიდვინეთო, და ასევე, ბიოლოგიის კორპუსთან სასტუმროს მშენებლობაზე. საკითხს სამინისტროს შიდა აუდიტის სამსახური იძიებდა და როდესაც გადავდექი, ქალბატონმა მინისტრმა ვითომ მეგობრულად ისიც კი შემომთავაზა, თქვენ უკვე გადადექით და თუ გნებავთ საქმეს მსვლელობას არ მივცემთო. როგორ გეკადრებათ, თუ საკითხი შემოსულია პირიქით მიეცით ბოლომდე მსვლელობა არაფერი მაქვს დასამალი- მეთქი…

საუბარს კი ასე დავასრულებ – ამ ინტერვიუს შემდეგ ჩემს წინააღმდეგ მორიგი სიბინძურის კამპანიას არ გამოვრიცხავ. თუ ჩემი მოლოდინი მართლაც გამართლდება და მე და ჩემი ოჯახის წევრებს თუნდაც ირიბად უახლოეს პერიოდში ან თუნდაც მომავალში რაიმე საფრთხე დაგვემუქრება, საჯაროდ ვაცხადებ- ამის მთავარი შემოქმედი სახელმწიფო უშიშროების სამსახურის წარმომადგენლები იქნებიან.”- აცხადებს “კვირის პალიტრასთან” საუბარში ლადო პაპავა.

იტვირთბა....