ახალი ამბები ვიდეო მთავარი საზოგადოება

“ხეებს მიზანმიმართულად ახმობენ”: რა ხდება ლისის ტბასთან (ვიდეო)

პოლიტიკური პლატფორმა „ახალი საქართველოს“ ლიდერი ლევან ხაბეიშვილი სოციალურ ქსელში ავრცელებს ვიდეოს სახელწოდებით “SOS ! კატასტროფა ხდება ლისის თავზე!”.

როგორც ხაბეიშვილმა „მეტრონომს“ განუცხადა, ლისის ტბის თავზე მიზანმიმართულად ხდება ნაძვების განადგურება, მათთვის ძირის დაწვა, რათა შემდეგ ისინი გახმეს და მოიჭრას. გთავაზობთ ფრაგმენტს ვიდეოდან:

SOS ! კატასტროფა ხდება ლისის თავზე !

Gepostet von Levan Khabeishvili am Sonntag, 30. April 2017

 

როგორც ლევან ხაბეიშვილმა განაცხადა, მერიის თანამშრომლები მას სოციალურ ქსელში წერენ, რომ აღნიშნული ფაქტი 2012 წლის ხანძრის შედეგია, თუმცა როგორც ის „მეტრონომთან“ ამბობს, თუ ეს ხეები 5 წლის წინ დაიწვა, მაშინ ისინი თავიდან ბოლომდე დამწვარი უნდა იყოს.

„მერქანი ყრია, დღემდე შემორჩენილია ნაცრის კვალი. ცხადია, 5 წის წინანდელი ვერ იქნება. ხე როცა დაიწვება მაშინვე იწყებს ხმობას. ამ ტერიტორიაზე ხეების ნაწილი დამწვარია ნაწილობრივ, ნაწილი კი – არა. აქ საუბარია იმაზე, რომ თუ 5 წლის წინ დაიწვა, უკვე თავიდან ბოლომდე უნდა იყოს დამწვარი. თუ მართლა დაიწვა 2012 წელს, თუ მართლაც ვინმეს ინტერესი არ არის, მათ შორის იციან  მერიაშიც, ერთი ძირი ნერგი რატომ არ დარგეს ამ ხნის განმავლობაში? თან ეგ ლოკაციაა, სადაც ჩვენ ვიყავით.

სახანძროდან ჩვენ ვითხოვთ კონკრეტულ ლოკაციას და ვნახავთ რა იქნება – იყო თუ არა 2012 წელს ხანძარი. ერთი ნერგი რატომ არ დაირგო იმისთვის, რომ ალტერნატივა მაინც ყოფილიყო, ერთი ხე არ უნდა დაერგოთ? საფუძვლინი ეჭვია, რომ ამ მოქმედებით უნდათ მოჭრან ხეები. დღეს, სამშენებლო ნებართვა ვერ გაიცემა, იქ არის ზონა 1, როცა გახმება, იტყვიან, რომ გახმა და ხეებს მოჭრიან.

სამოქალაქო საზოგადოების აქტიურობა მნიშვნელოვნია, უარი ვათქმევინოთ იმ ხალხს რომელსაც მშენებლობები აქვთ დაგეგმილი, ყურადღებით ვიყოთ, ვერ გაბედონ რაიმე მშენებლობა, კერძო საკუთრება იმას არ ნიშნავს რომ ვალდებულებები არ აქვთ, კონკრეტულად ხაზარაძეს აქვს ირიბად მაინც საკუთრებაში. ვალდებულება აქვს რომ განაახლოს. მერიას ვეუბნებით, რომ კომპანია არ ცდილობს ადგილის გამწვანებას. ნებისმიერი არგუმენტაცია რაც მოყავთ, არის მცდარი და არიან მტყუანები“ – განუცხადა „მეტრონომს“ ირაკლი ხაბეიშვილმა.

„მეტრონომი“ ამ თემასთან დაკავშირებით მერიის პრესსამსახურს დაუკავშირდა, სადაც განუცხადეს, რომ დღეს, დავით ნარმანია აღნიშნულის შესახებ კომენტარს ჟურნალისტებთან გააკეთებს, თუმცა, წინასწარი ინფორმაციით, მერიის საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურში აცხადებენ, რომ  ხანძარი ლისის ტბაზე 2012 და 2015 წლებში იყო:

“2015 წელს და მანამდეც არის დაფიქსირებული, იქ იყო დიდი ხანძარი და ეს არის იმ ხანძრის შედეგები, რაც არის ლისის ტბაზე. ლისი ტეველოპმენტმაც გააკეთა განცხადება. ეს არ არის ახალი ეს არის ძველი ხანძისგან დარჩენილი ხეები. ლისი დეველოპმენტს ველაპარაკე და აქვთ ეროვნული სააგენტოდან ცნობა და მთელი დოკუმენტაცია მაშინ რომ დაფიქსირდა ეს ყველაფერი. რამოდენიმე ხანძარი იყო, 2012 წელს იყო ძალიან დიდი ხანძარი მაგის ვიდეომასალაც არსებობს. ჩვენი ზედამხევდელობაც როცა იყო მაშინაც დააფიქსირა, 2015 წელს. ერთდაიგივე ადგილებია, რაზეც ხაბეიშვილი ლაპარაკობს და წერს”,-აცხადებენ თბილისის მერიაში.

 

იტვირთბა....