“სანამ ეს გადაცემა არ იყო, ხალხს ეგონა, რომ საერთოდ არ ვიყავი უკრაინაში, 90%-ს იმიტომ, რომ ტელევიზიიდან გამაქრეს უჩინმაჩინის ქუდივით”, – ამის შესახებ საქართველოს ექსპრეზიდენტმა, მიხეილ სააკაშვილმა გადაცემა P.S-ში საუბრისას განაცხადა.
“როდესაც ეს გადაცემა გაჩნდა, ჩვენ შემოგვიერთდა ერთი ძალიან დიდი პარტია 500 ადგილობრივი დეპუტატით და 10 მერით, მერე შემოგვიერთდა მეორე მნიშვნელოვანი ქალაქის მერი, შემდეგ სხვადასხვა პარტიიდან გამოსული ერთი ქალაქის მთელი ორგანიზაცია, ტიმოშენკოს პარტიის. ასე რომ ძალიან ბევრი ადამიანი გვიერთდება. აქ ვპოულობთ ხალხს, რომელიც შემდეგ იქნებიან უკრაინის პოლიტიკაში წამყვანი ხალხი. ერთმა ქალმა მითხრა, არც ერთ ექიმს 4 წლის განმავლობაში ჩემთვის ხელი არ მოუკიდებია ისე, როგორც შენ მომკიდეო. ვეფერე ხელზე, რაღაც და რამდენიმე საათში გარდაიცვალა. ემოციურად ეს ძალიან მძიმეა”,- განაცხადა სააკაშვილმა.