საგარეჯოდან ორი დღის წინ გაუჩინარებული არასრულწლოვანი სამართალდაცავებმა სოფელ ზემო ქედში, მამის საცხოვრებელ სახლში წუხელ ნახეს. ის ამ წუთებში რაიონულ პოლიციაში, დაკითხვაზეა გადაყვანილი.
ახალგაზრდის ოჯახი ამბობს, რომ ფერმის მეპატრონემ მოზარდი სამუშაოდ მათთან შეუთანხმებლად წაიყვანა, რის გამოც ბავშვის უფლებები დაირღვა. საპირისპიროს ყვებიან მეზობლები. მათი ინფორმაციით, მოზარდის ადგილსამყოფელის შესახებ ინფორმაცია ოჯახს ჰქონდა და ჟურნალისტებს არასწორი ინფორმაცია მიაწოდეს. მათი თქმით, ახალგაზრდამ ფერმიდან ცხენი და სხვადასხვა ნივთები მოიპარა და მეზობელ სოფელში მამასთან გადავიდა.
ფერმის მეპატრონის განცხადების საფუძველზე შსს-მ გამოძიება 177-ე მუხლის მეორე ნაწილით დაიწყო, რაც ქურდობას გულისხმობს. ნივთმტკიცებად ნაპოვია ორი ცხენი, რომელიც მოზარდს თან ჰყავდა.
პოლიციაში ახალგაზრდის დაკარგვის შესახებ შეტყობინება 112-ში ორი დღის წინ შევიდა: ”ის დაკავებულია ქურდობის ბრალდებით სისხლის სამართლის კოდექსის 177-ე მუხლით (ქურდობა). პოლიციამ ფერმიდან მოპარული 2 ცხენი ნივთმტკიცებად ამოიღო. გამოძიება ფერმის მეპატრონის განცხადების საფუძველზე დაიწყო”, – აცხადებენ შსს-ში.
უწყების ინფორმაციით, არასრულწლოვნის დაკარგვის თაობაზე შეტყობინება ორი დღის წინ შევიდა.