ვანის მუნიციპალიტეტში 14 წლის გოგო დედამ საკუთარ სახლში გარდაცვლილი იპოვა.
გავრცელებული ინფორმაციით, მოზარდმა თავი მოიკლა. არასრულწოვანი სასწრაფო დახმარების ბრიგადამ საავადმყოფოში გადაიყვანა, თუმცა, მისი გადარჩენა ვერ მოხერხდა.
მომხდარის გამომწვევი მიზეზები ამ დროისთვის უცნობია.
როგორც “მეტრონომს” შსს-ს პრესსამსახურში განუცხადეს, მომხდარზე გამოძიება 115-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც თვითმკვლელობამდე, ან თვითმკვლელობის ცდამდე მიყვანას მსხვერპლისადმი მუქარით, ან სასტიკი მოპყრობით, ანდა მისი პატივის, ან ღირსების სისტემატური დამცირებით გულისხმობს და ისჯება თავისუფლების შეზღუდვით ვადით 3 წლამდე, ან თავისუფლების აღკვეთით 5 წლამდე.