კაიროში რომის პაპის ვიზიტის გამო გამკაცრებულია უსაფრთხოების ზომები.
ფრანცისკე I-ი უკვე შეხვდა კოპტების პატრიარქს. 9 აპრილს ეგვიპტის კოპტურ ეკლესიებში ტერაქტები მოხდა. “ვუსამძიმრებ ჩემს ძვირფას ძმას, მის უწმინდესობას, პაპ თეოდორე II-ს, კოპტურ ეკლესიას და ეგვიპტელ ხალხს. ვლოცულობ გარდაცვლილთა სულების და დაშავებულთათვის. ვარ ოჯახების და მთელი საზოგადოების გვერდით”, – განაცხადა მაშინ რომის პაპმა.
ვიზიტამდე ფრანცისკე I-ს ისლამური სახელმწიფო დაემუქრა.