რექს ტილერსონმა რადიოსადგურ NPR-სთან ინტერვიუში განაცხადა, რომ რუსეთმა და აშშ-მა მოსკოვის მოლაპარაკებების შემდეგ ვერაფერი გადაწყვიტეს.
აშშ-ის სახელმწიფო მდივნის თქმით, რუსეთმა სჯობს გადაწყვიტოს – „იქნება პოზიტიური მოთამაშე თუ დესტრუქციული“.
12 მარტს რექს ტილერსონი რუსეთის პრეზიდენტს, ვლადიმერ პუტინს მოსკოვში შეხვდა. შეხვედრას სერგეი ლავროვიც ესწრებოდა, რომლის დასრულების შემდეგაც მან განაცხადა, რომ მოსკოვს აშშ-სთან ურთიერთობებში პრობლემების მოხსნა სურს.
რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრი, სერგეი ლავროვი განცხადებით, ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივანთან მოლაპარაკებების დროს სირიასთან დაკავშირებით მათი პოზიციები დაემთხვა – არ დაუშვან მასზე ახალი დარტყმა.
4 აპრილს იდლიბის პროვინციაში ქიმიური იარაღის სავარაუდო გამოყენებაზე საპასუხოდ, 7 აპრილს შტატებმა ასადის რეჟიმის ავიაბაზაზე (Ash Sha’irat, ჰომსი) სარაკეტო იერიში მიიტანა, ხმელთაშუა ზღვაში მყოფი 2 ხომალდიდან (Ross, Porter) 50-60 ფრთოსანი რაკეტა (Tomahawk) გაუშვა.