საზოგადოება

“განუზომელი სიყვარული წაიღო და ძალიან მშვიდად და ბედნიერად დაიძინა”

მსახიობ გივი ბერიკაშვილის შვილიშვილი ანი მაისურაძე ფეისბუქის პირად გვერდზე წერს:

“გივი იმდენჯერ მყავს გამოტირებული, ბოლოს დამცინოდნენ კიდეც…
სოფიკო ჭიაურელთან, რამაზ ჩხიკვაძესთან, გურამ საღარაძესთან, ოთარ მეღვინეთუხუცესთან და კიდევ ბევრ სხვა ადამიანთან ერთად გივის ვტიროდი ხოლმე.
არ უფრთხილდებოდა ეს კაცი თავს, კახი ბაბუ ხშირად ხუმრობდა: “მე სიკვდილს ვებრძვი, ეს კიდევ – სიცოცხლესო”.
გახდებოდა ცუდად, მაგრამ მერე ყოველთვის კარგად ხდებოდა. ვტიროდი, ვნერვიულობდი, თუმცა შინაგანად ყოველთვის მშვიდად ვიყავი, ვიცოდი, ყველაფერი მაინც კარგად დამთავრდებოდა.
ბოლოსაც, როცა 7 აპრილს საავადმყოფოში მივაკითხე, შევედი თუ არა, ავტეხე ჯღავილი, პაპამ კიდევ განსაკუთრებულად მშვიდი სახით ჩაიცინა, ხელზე მაკოცა და მითხრა: “რა გატირებს, კაცოო?”. მეც გავიფიქრე, რა დროს ეგ არის-მეთქი და რაღაცნაირად შევიკავე თავი, ყველა საავადმყოფოში შერცხვენილი მაქვს თავი ისედაც-მეთქი…
ბევრი ფიქრი და დარდი ჰქონდა ბოლო დროს, მაგრამ დარწმუნებული ვარ, ყველა ეს დარდი აქ დატოვა, განუზომელი სიყვარული წაიღო და ძალიან მშვიდად და ბედნიერად დაიძინა! ისე, რომ ვერც გააცნობიერა რა ხდებოდა”, – წერს ბერიკაშვილის შვილიშვილი.

იტვირთბა....