ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

Freedom House-ის პრესის თავისუფლების ინდექსი: საქართველო კვლავ „ნაწილობრივ თავისუფალია“

საერთაშორისო ორგანიზაცია Freedom House-მა 2017 წლის პრესის თავისუფლების ინდექსი გამოაქვეყნა. აღნიშნული ინდექსის თანახმად, საქართველო ნაწილობრივ თავისუფალი ქვეყნების კატეგორიაში შედის. კერძოდ, საქართველომ 100 ქულიდან 50 ქულა მიიღო. 0 ქულა ნიშნავს ყველაზე თავისუფალს, ხოლო 100 კი – ნაკლებად თავისუფალს.

აღსანიშნავია ის ფაქტი, რომ წინა წელთან შედარებით  საქართველოს სტატუსი არ შეცვლილა. ანგარიშში ასევე შეფასებულია საქართველოს საკანონმდებლო  პოლიტიკური  და ეკონომიკური გარემო.

საკანონმდებლო გარემო – 30-დან 13 ქულა;

პოლიტიკური გარემო – 40-დან 21 ქულა;

ეკონომიკური გარემო – 30-დან 16 ქულა.
აღსანიშნავია, რომ პოსტსაბჭოთა ქვეყნებს შორის საქართველოს საუკეთესო მაჩვენებელი აქვს, ხოლო გლობალურ რეიტინგში 102-ე პოზიციაზეა. პოსტსაბჭოთა სივრცეში ნაწილობრივ თავისუფალის სტატუსი მხოლოდ საქართველოს, უკრაინასა და მოლდოვას აქვს.

იტვირთბა....