ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

სია: ნაპოვნია მეორე მსოფლიო ომის დროს უგზო-უკვლოდ დაკარგული რამდენიმე ქართველი ჯარისკაცი

 

ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურის ინფორმაციით, მეორე მსოფლიო ომის დროს უგზო-უკვლოდ დაკარგული რამდენიმე ქართველი ჯარისკაცის ნეშტი აღმოაჩინეს.

ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურის ცნობით, ამ საკითხზე დოკუმენტაცია საქართველოს საერთაშორისო კავშირმა “გამარჯვების მემკვიდრეები” მიაწოდა.

“კუვშინოვოს სოფელში იყო სამხედრო აეროდრომი, სადაც 1942 წელს დაიღუპნენ მეომრები. დღესდღეობით ამ ადგილას მიმდინარეობს კვლევა დაღუპულების აღმოსაჩენად. ვაქვეყნებთ სიას ჩვენს ხელთ არსებული დოკუმენტის მიხედვით, თუ შეძლებთ ამოიცნოთ თქვენი ოჯახის წევრი,დაუკავშირდით საერთაშორისო ასოციაცია “გამარჯვების მემკვიდრებიის” წარმომადგენლებს: ტელ: 2 64 87 72; ელ.ფოსტა: Olegi.jolia@gmail.com”, – ნათქვამია ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურის განცხადებაში.

იხილეთ: მეორე მსოფლიო ომის დროს უგზო-უკვლოდ დაკარგული რამდენიმე ქართველი ჯარისკაცის სია

 

იტვირთბა....