ახალი ამბები მედია მთავარი პოლიტიკა სამართალი

პარლამენტის სპიკერი ევა გოცირიძის ინიციატივას ეხმაურება

სასამართლო კრიტიკასთან დაკავშირებით რაიმე სანქციის დაწესება სწორი არ არის”, – ასეთი განცხადება გააკეთა პარლამენტის თავჯდომარემ ირაკლი კობახიძემ.

“საკანონმდებლო წინადადება არ მინახავს, მხოლოდ ინფორმაცია მოვისმინე ამასთან დაკავშირებით, რაც შეეხება სასამართლოს კრიტიკას, არ მგონია, რომ ამასთან დაკავშირებით რაიმე სანქციის დაწესება იყოს სწორი.

რაც შეეხება შეურაცხყოფას, ამაზე შეიძლება მსჯელობა, თუმცა ამ ეტაპზე ჩამოყალიბებული პოზიცია არ მაქვს, რადგან არ ინახავს საკანონმდებლო წინადადება”, – განაცხადა კობახიძემ.

ცნობისთვის, იუსტიციის უმაღლესმა საბჭომ და კონკრეტულად ევა გოცირიძემ განცხადება გაავრცელა, სადაც სასამართლოს მიმართ გამოთქმულ კრიტიკასა და შეურაცხყოფისთვის სანქციების დაწესებას ითხოვს.

იტვირთბა....