რუს ოპოზიციონერ პოლიტიკოსს, ალექსეი ნავალნის, ბოლო 2 თვის განმავლობაში სახეში ბრილიანტის მწვანე(ე.წ ზელიონკა) მეორედ შეასხეს. თავდასხმა მოსკოვში მოხდა და ოპოზიციის ლიდერი საავადმყოფოში გადაიყვანეს, რადგან მას სითხემ თვალი დაუწვა.
ამ დროისთვის უცნობია ვინ იყო თავდამსხმელი. მსგავსი ხერხი ოპოზიციონერი პოლიტიკოსების მიმართ რუსეთში ხშირად გამოიყენება.
ნავალნი პუტინის აქტიური კრიტიკოსია, რომელსაც საპრეზიდენტო ამბიციებიც აქვს.