ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

პირველი მაისიდან თბილისიდან სოჭის მიმართულებით პირდაპირი ფრენები იწყება

 

პირველი  მაისიდან თბილისიდან სოჭის მიმართულებით პირდაპირი ფრენები იწყება. საქართველოს სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს ინფორმაციით, “ურალის ავიახაზებმა” რეგულარულ ავიარეისებზე ნებართვა 10 აპრილს მიიღო.

ფრენები კვირაში ორჯერ, ორშაბათს და პარასკევს შესრულდება.

თბილისი-სოჭის მიმართულებით ფრენები “აირზენამ” 2014 წელს დაიწყო, მაგრამ დაბალი მოთხოვნის გამო მალევე შეაჩერა.

იტვირთბა....