ახალი ამბები მედია მთავარი

თამაზ ტყემალაძე საზოგადოებრივი მაუწყებლის სამაუწყებლო ენის მთავარი რედაქტორის თანამდებობაზე დაინიშნა

საზოგადოებრივი მაუწყებლის თანამშრომელი, თამაზ ტყემალაძე, არხის სამაუწყებლო ენის მთავარი რედაქტორის თანამდებობაზე დაინიშნა. ამის შესახებ ის on.ge-სთან ინტერვიუში ამბობს.

ტყემალაძე 2013 წელს მაუწყებლის დირექტორის მოვალეობასაც ასრულებდა, როგორც ის On.ge-სთან ინტერვიუში ამბობს, უკვე ერთი კვირაა, არხის დირექტორის, ვასილ მაღლაფერიძის გადაწყვეტილებით სამაუწყებლო ენის მთავარი რედაქტორის თანამდებობაზე მუშაობს.

მისი თქმით, დაშვებული რამდენიმე შეცდომა უკვე გამოავლინა და თანამშრომლებს სთხოვა აღარ გაიმეორონ.

“ვასიკო მაღლაფერიძის მთავრობაში მე სამხატვრო საბჭოს წევრი ვარ, მგონი, მაგის მოადგილე ვარ და ახლა მომანიჭეს სამაუწყებლო ენის მთავარი რედაქტორობა, რომელიც ჩემთვის მაინცდამინც მისაღები არ არის იმიტომ, რომ სამაუწყებლო ენის რედაქტორობა რაღაც აბსტრაქციაა, მე შესაძლებელია ვიყო მაუწყებლის მთავარი რედაქტორი და ვიცი ეგ რაც არის,” – უთხრა On.ge-ს ტყემალაძემ.

საზოგადოებრივი მაუწყებლის აღმასრულებელი საბჭოს წევრი, ია ანთაძე on.ge-სთან ამბობს, რომ მაუწყებლის დღევანდელი სტრუქტურის მიხედვით, დირექტორის მოადგილის თანამდებობა არაა გათვალისწინებული და შესაბამისად, არც ტყემალაძე მუშაობს ამ თანამდებობაზე. ანთაძეს არ აქვს ინფორმაცია ტყემალაძე სამაუწყებლო ენის რედაქტორად მუშაობს თუ არა.

წყარო: on.ge

 

 

იტვირთბა....