ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

ხელვაჩაურის და ქედის მუნიციპალიტეტის სოფლებს ელექტროენერგია შეეზღუდება

ხელვაჩაურისა და ქედის მუნიციპალიტეტის სოფლებს 27 და 28 აპრილს ელექტროენერგია დროებით შეეზღუდება.
როგორც  “საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემაში“ აცხადებენ , 27 და 28 აპრილს 08:00 საათიდან 18:00 საათამდე, ახალციხე-ბათუმის 220კვ-იან ელექტროგადამცემ ხაზზე მიმდინარე სამშენებლო სამუშაოებთან დაკავშირებით, ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის სოფელ აგარას 85 აბონენტს, ქედის ნაწილს და ქედის მუნიციპალიტეტში შემავალ სოფლებს- მერისი და ოქტომბერი, სულ 2150 აბონენტს.
“საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემა“ ბოდიშს უხდის მომხმარებელს აღნიშნული შეფერხების გამო.

იტვირთბა....