თბილისში, გუშინ, გვიან საღამოს, ვაკის პარკთან ავარია მოხდა. შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, ერთმანეთს მოპედი და მსუბუქი ავტომანქანა შეეჯახა.
დაშავებულია მოპედის მძღოლი, რომელიც საავადმყოფოში გადაიყვანეს.
შსს-ს ცნობით, მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს.