თურქული მედიის ინფორმაციით, თურქეთის ავიაციამ იერიში მიიტანა ქურთების პოზიციებზე. ამ წუთებისთვის მედიის ინფორმაციით, დაბომბვის შედეგად 30-ზე მეტი ქურთი მებრძოლი დაიღუპა.
პარალელურად თურქეთის არმიის ნაწილებმა შეუტიეს ქურთებს ქალაქ ტელ-აბიადთან. 1 თურქული ტანკი ააფეთქეს. მიმდინარეობს სირიელი ქურთების სამხედრო ნაწილების გადასროლა რაკას ფრონტიდან.
შეგახსენებთ, რომ რამდენიმე საათის წინ, სტამბოლში სტუდენტების ავტობუსი აფეთქდა, 5 ახალგაზრდა დაშავდა. პასუხისმგებლობა ჯერ-ჯერობით არავის აუღია.