ახალი ამბები მთავარი პოლიტიკა

კახა კალაძის განცხადებით, “ყაზტრანსგაზის” გადაწყვეტილება მოულოდნელი იყო

საქართველოს ენერგეტიკის მინისტრის, ვიცეპრემიერ კახა კალაძის განცხადებით, “ყაზტრანსგაზის” გადაწყვეტილება,  იმის შესახებ რომ საქართველოს საერთაშორისო საარბიტრაჟო სასამართლოში უჩივლოს, მოულოდნელია.

მისი თქმით, საქართველოს მთავრობის მხრიდან არაერთხელ გაკეთებულა განცხადებები მმართველობაში ყაზახური მენეჯმენტის დაბრუნებასთან დაკავშირებით.  როგორც კალაძემ განაცხადა, მოლაპარაკებები გრძელდება და, შესაძლოა, საქმე არბიტრაჟამდე არც მივიდეს.

„ყაზტრანსგაზთან დაკავშირებით ძალიან ბევრჯერ გაქვთ მოსმენილი ჩემი განცხადებები, მთავრობის განწყობა იმასთან დაკავშირებით, რომ ჩვენი მოთხოვნა იყო დაბრუნებულიყო ყაზახური მენეჯმენტი მმართველობაში. სამწუხაროდ, ეს ვერ შედგა. სხვა დამატებით საკითხებზე თავს შევიკავებ კომენტარის გაკეთებისგან, რადგან ჩემი კომენტარი შესაძლოა გამოყენებული იყოს არბიტრაჟში ამ საქმეზე. ეს გადაწყვეტილება მოულოდნელი იყო, რადგან არაერთხელ გაკეთებულა განცხადებები, რომ ისინი დაბრუნებულიყვნენ მენეჯმენტში. ამ ეტაპზე გრძელდება მოლაპარაკებები და შესაძლოა არ მივიდეს საქმე არბიტრაჟში”, – განაცხადა კალაძემ.

იტვირთბა....