ერთდღიანი ძებნის შემდეგ 4 შვილის დედა მოკლული იპოვეს. გავრცელებული ინფორმაციით, ქალი ელექტროსადენით გაგუდეს. ბრალდებული მისი ყოფილი მეუღლეა, რომელიც ამ დროისთვის დაკავებულია.
ოჯახის ინფორმაციით, მირანდა ვაჩეიშვილმა პოლიციას დახმარებისთვის არერთხელ მიმართა. და მის საჩივარს საბურთალოს და გლადინის პოლიცია რამდენჯერმე იძიებდა.
მკვლელობის მოტივად ეჭვიანობა სახელდება.
”რუსთავი 2”-ის ინფორმაციით, ბრალდებულმა დანაშაული აღიარა, თუმცა მისი ინტერესების დამცველის განცხადებით, აღმკვეთ ღონისძიებად მოსამართლეს პატიმრობა არ უნდა გამოეყენებინა, რადგან ადვოკატი ვარაუდობს, რომ ჯანაშვილს ფსიქიკური პრობლემები აქვს.