თბილისში, თემქაზე, ავტოავარიის შედეგად ქალი გარდაიცვალა. ის ქვეითად მოძრაობდა, რა დროსაც BMW-ს მარკის ავტომობილი დაეჯახა.
როგორც ”მეტრონომს” შშს-ში განუცხადეს გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლის მეხუთე ნაწილით მიმდინარეობს. უწყების ცნობით, მძღოლი არ მიმალულა.