აფხაზეთის დე ფაქტო რესპუბლიკის მთავრობა დრანდის ციხეში მყოფი პატიმრის, გიორგი ლუკავას ოჯახს მისი მონახულების უფლებას აძლევს. ეს ინფორმაცია ჟურნალისტებს გალში ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების ჯგუფების მორიგი შეხვედრის დასრულების შემდეგ უთხრა სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ანალიტიკური დეპარტამენტის უფროსის მოადგილემ. კახაბერ ქემოკლიძის სიტყვებით, დე ფაქტო ხელისუფლების წარმომადგენლები ირწმუნებიან, რომ უკანონო პატიმრობაში მყოფი გიორგი ლუკავას ჯანმრთელობის მდგომარეობა ნორმალურია.
„მათ დააფიქსირეს, რომ ოჯახის წევრებს აქვთ საშუალება მოინახულონ გიორგი ლუკავა.მათ აღნიშნეს, რომ ამ მხრივ პრობლემა არ არსებობს და მეუღლეს შეუძლია მოინახულოს მისი ოჯახის წევრი ე.წ. ციხეში“, – განაცხადა კახაბერ ქემოკლიძემ.
ლუკავას მეუღლე კი სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურს ბრალს სიცრუეში სდებს. მისი თქმით, დე ფაქტო რესპუბლიკის მთავრობა დრანდის ციხეში მყოფი პატიმრის, გიორგი ლუკავას ოჯახს მისი მონახულების უფლებას აძლევს.
ბასარიას განცხადებით, მას ე.წ. აფხაზური პასპორტი აქვს და მეუღლის მონახულების პრობლემა არც ადრე ჰქონია. ბასარია ამბობს, რომ სამმხრივ შეხვედრაზე საუბარი გიორგი ლუკავას გაცვლის საკითხზე უნდა ყოფილიყო.
“სუს-მა ძალიან კარგად იცოდა, რომ მე გიორგი ლუკავას მონახულების უფლება მქონდა, რადგან მე “აფხაზეთის მოქალაქეობა” მაქვს. როგორც ჩანს, დღევანდელ შეხვედრაზე, ქართულ მხარეს ლუკავას საკითხი საერთოდ არ დაუყენებია. მე დამირეკეს დრანდის ციხიდან და მითხრეს, რომ ჩემი მეუღლე დღეს ქართული მხარის მხარდაჭერას და გადაცემის მოითხოვნას ელოდა.
დღეს ლუკავა გიორგის შეწყალება უქმდებოდა. სწორედ ამ მიზნით გავმართე გუშინ აქცია პრეზიდენტის ადმინისტრაციასთან, თუმცა არავინ მომისმინა. კიდევ ერთხელ გიდასტურებთ, რომ კახაბერ ქემოკლიძემ იცოდა, რომ ლუკავას მეუღლეს, ლალი ბასარიას ჰქონდა აფხაზეთის მოქალაქეობის დამადასტურებელი მოწმობა. რაც ნიშნავს იმას, რომ სრული უფლება მქონდა, გადავსულიყავი ენგურზე და მომენახულებინა ჩემი მეუღლე. აქ მონახულებაზე არ მიდიოდა საუბარი. აქ გაცვლაზე უნდა ყოფილიყო საუბარი. თუ შეწყალება გაუქმდა, არსებობს საშიშროება, რომ ლუკავა გიორგის სიცოხოცხლეს საფრთხე დაემუქროს”- აღნიშნა ბასარიამ.
52 წლის გიორგი ლუკავა მეექვსე წელია დრანდის ციხეში იხდის სასჯელს. მას ბრალად აფხაზეთის ომში, ერთ-ერთი სეპარატისტული დაჯგუფების , „ტყის საძმოს” მეთაურობა ედება. ლუკავას აფხაზეთის ე.წ. სასამართლომ თავისუფლების აღკვეთა 20 წლის ვადით მიუსაჯა.