ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

“ასწლოვანი ხეების გადატანის საკითხთან დაკავშირებით შემოწმება დაწყებულია”

აჭარიდან და გურიიდან ხეების გადატანის პროცესთან დაკავშირებით, გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროს მიერ საკითხზე შემოწმების პროცესი დაიწყო.

ამის შესახებ მინისტრმა გიგლა აგულაშვილმა განაცხადა. მინისტრის თქმით, შემოწმების პროცესი უწყების მიერ რამდენიმე დღეა, დაწყებულია. გიგლა აგულაშვილის ინფორმაციით, ამ საკითხთან დაკავშირებით უფრო ვრცლად კომიტეტის სხდომაზე ისაუბრებს. საუბარია აჭარიდან და გურიიდან ასწლოვანი ხეების ბიძინა ივანიშვილის ე.წ. დენდროლოგიურ პარკში გადატანაზე.

წყარო: “რუსთავი 2”.

იტვირთბა....