ბათუმში, ფარნავაზ მეფის ქუჩაზე მშენებარე კორპუსში არსებულ ლიფტის შახტაში 60 წლამდე მამაკაცი ჩავარდა. როგორც “მეტრონომს” შსს-ში განუცხადეს, მამაკაცი გარდაიცვალა.
მომხდართან დაკავშირებით კი გამოძიება სსკ-ის 240-ე მუხლით დაიწყო, რაც სამთო-სამშენებლო ნორმების უსაფრთხოების წესების დარღვევას გულისხმობს.